LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავრჩეთ სახლში, რათა არანაირი შეზღუდვა არ დავაწესოთ: ტიკარაძე

427
110044486-3422374641115511-2849474860110453024-o

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას კვლავ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამით მთავრობა შეძლებს აიცილოს მკაცრი შეზღუდვების დაწესება.

“მოვუწოდებ მეც მოსახლეობას, აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ დავაწესოთ არანაირი შეზღუდვა, ვინაიდან, სამთავრობო გუნდს მიზნად არ აქვს შეზღუდვების დაწესება, მაგრამ რეკომენდაციებს გავცემთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთილხდეთ ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მაღალი რისკის მატარებელია, ეს უკვე რიცხვობრივადაც მტკიცდება და ამას ამტკიცებს ის სიკვდილიანობის სტატისტიკა, რომელიც გვაქვს. მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს გაუფრთხილდნენ და დავრჩეთ სახლში.”- განაცხადა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამასთან, მინისტრის თქმით, უწყება აძლიერებს კონტაქტების მოძიებისა და მათი იზოლაციის პროცესს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, დღესდღეობით კონტაქტების მოძიებას ახორციელებენ ეპიდემიოლოგები და ეს ჯგუფი მეტად გაძლიერდება, რის შედეგადაც მოხდება კონტაქტების მოძიება არა უმეტეს 24 საათისა.

„დღეს გადაწყდა, რომ მეტად გავაქტიურდებით კონტაქტების მოძიების და მათი იზოლაციის კუთხით. პროცესი დღეს საღამოდან დაიწყება, რაც მეტად უფრო ეფექტურს გახდის ინფექციის გავრცელების შეკავებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g