მსახიობისა და ცნობილი ინფლუენსერის, თამუნა მდივანის შვილს – გიორგი მდივანს, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა, ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს გიორგის და, მარიამ მდივანი და ძმას მიმართავს:
„გიო, დავრჩი ნახევარი ჩემო სისხლო და ხორცო“, – წერს მარიამი.
ცნობისათვის, გიორგი მდივანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გიორგის დედამ, თამუნა მდივანმა დღეს გაავრცელა.