LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავრწმუნდი, რომ სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა და გადავდექი” – არჩილ ჯაფარიძე

154
ჯაფარიძე-1

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის უკვე ყოფილი გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ირწმუნება, რომ სტიქიიდან რამდენიმე დღეში გადადგომის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ პირადი მიზეზით გადაწყვიტა.

რაჭის სტიქიის ფონზე: გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

მისივე თქმით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. ასევე, ჯაფარიძე უარყოფს რაიმე სახის დაპირისპირებას მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან.

“სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ეფექტურად მიმდინარეობს. დავრწმუნდი, რომ სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა თანამდებობა.არანაირი კამათი და უთანხმოება მაჟორიტარ დეპუტატთან არ მქონია“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

დაზიანებული გზების აღდგენას 1 თვე დასჭირდება, მანამდე მოსახლეობა პროდუქტით მომარაგდება – გახარია რაჭის სტიქიაზე

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციტივით შექმნილი შტაბში ფუნქციები სწორადაა გადანაწილებული სამინისტროებს შორის.

“ძალიან კარგად აეწყო შტაბი. შესაბამისად, შესაძლებელია, ამ პროცესების ბოლომდე მიყვანას რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს. გამომდინარე აქედან, მე ხომ ვერ დაველოდებოდი? გამომდინარე აქედან, მე მივიღე გადაწყვეტილება”, – განმარტა ჯაფარიძემ.

ვინ დაიკავებს რეგიონში გუბერნატორის პოსტს და ვინ ჩაანაცვლებს არჩილ ჯაფარიძეს, ამ ეტაპზე უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g