პაატა თედიაშვილმა ახალი სიმღერა „შეგიყვარდები“ და მასზე გადაღებული კლიპი გამოუშვა. სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად პაატა გახლავთ. სიმღერის არანჟირება „P art studio“-ს ეკუთვნის. ვიდეოს რეჟისორი გიორგი ქადარია გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ სიმღერის მოსმენა ექსკლუზიურად რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში არის შესაძლებელი.
სიმღერას და ვიდეო რგოლს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, „ძალიან ლამაზი და საინტერესო სიმღერა“ , უნიჭიერესი ხარ პაატა, ძალიან ლამაზი სიმღერაა“, „დავტკბი…“ – წერენ კომენტარებში.