მაკა ძაგანია და მისი მეუღლე სოფლის ცხოვრებას ეწევიან და გამომწერებს სიამოვნებით უზიარებენ ვიდეოებს ყოველდღიურობიდან.
ახლახან მაკამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქათმებს აპურებს.
„ისეთი სიმშვიდე მოაქვს სოფელს, რასაც სხვაგან ვერსად ვერ იპოვნი ადამიანი… მოკლედ, როგორც სოფლელმა ხალხმა, სადილზე სამი ჭიქა ჭაჭა დავლიეთ. ახლა მივდივართ, ქათმები უნდა გადავთვალოთ. 16 გვყავდა და ახლა კიდევ დავითვლი. პურზე გიჟდებიან ქათმები, საუკეთესოს ვაჭმევთ ყველაფერს, მაგრამ პურზე ირევიან, სიმინდი უჭმელია…“, ამბობს მაკა ვიდეოში.
