LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისში ჩამოსვლისთანავე თავი მტკივდება და ერთი სული მაქვს, ჩემს სოფელში როდის წამოვალ, აქ ცხოვრება რელაქსაციაა…“ – რატომ მიიღო სოფელში ცხოვრების გადაწყვეტილება მაკა ძაგანიამ

113
2025-05-19_13-12-25_151644

მსახიობი მაკა ძაგანია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პასუხობს კითხვას, რამ გადააწყვეტინა ოჯახთან ერთად ქალაქიდან სოფლად გადასვლა საცხოვრებლად.

– მაკა, ცნობილია, რომ თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადახვედი. ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღე?

– ეს გაქცევაა თბილისური ყოვედღიური ქაოსიდან, იმ ნერვული დაძაბულობებისგან, რომელიც ამ ქალაქშია, რომ ჩამოვდივარ, ვითრგუნები. ხალხი ძალიან გაღიზიანებულია. ყველა ფეხის ნაბიჯზე აგრესიაა, ეკოლოგიაზე და გამონაბოლქვზე აღარ ვლაპარაკობ. თბილისში ჩამოსვლისთანავე თავი მტკივდება და ერთი სული მაქვს, ჩემს სოფელში როდის წამოვალ, აქ ცხოვრება რელაქსაციაა. ყოველი დილის გათენება და ეზოში გასვლა ბავშვივით მიხარია. სიმწვანე, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, ჩიტების ჭიკჭიკი, სადღაც ქათამი კაკანებს, ძაღლი ყეფეს, სხვა სამყაროა… ხეებთან, ყვავილებთან, ნარგავებთან ურთიერთობა სხვაგვარ ძალას მაძლევს. ვაზი საოცრებაა, ამ სამყაროს სრულად გწყვეტს, შენ მიმართ თავისებური დამოკიდებულებაც აქვს, რაღაც მომენტში ვაზებს შორის რომ დგახარ და საქმიანობ, ერთი ტოტი თმაზე გამოგედება, მეორე – მხარზე, რაღაცნაირად გამოიქნევს, შეიძლება “სილაც გაგაწნას”, ველაპარაკები, ახლა რატომ გამიბრაზდი, რა გინდა-მეთქი? რაღაცის გამო გაღიზიანებული თუ ვარ და ვაზის მოსავლელად შევალ, 10 წუთში იწმინდება ჩემი გონება, წყანარდება, სიმშვიდე მეულფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g