LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაწესებული შეზღუდვები უკვე იძლევა ეფექტს-კოვიდდადებითი მაჩვენებელებლები მცირდება: გამყრელიძე

188
ამირანა01

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, არსებული პანდემიური მდგომარეობის ზოგადი შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ დადებითობის მაჩვენებელი არის საშუალო 10.7%. ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებლის ტენდენცია არის კლების. იყო 32-33%, ახლა 28.9% – ია.

გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალ დადასტურებულ შემთხვევებში 76% სიმპტომებიანი პაციენტები არიან. მათ შორის, ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით 9 დეკემბერს, იდენტიფიცირებული არის დაახლოებით 81%.

”მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიური ტესტირების ეს მაჩვენებელი დავიჭიროთ, სადღაც 20 000 – ის ფარგლებში მომავალი ორი თვის განმავლობაში. გამოვლენის მაჩვენებელი უნდა დავასტაბილუროთ დაახლოებით, როგორიც გვაქვს, 4000-5000 – ის ფარგლებში.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოვლენილთა შორის ძირითადად, მსუბუქად მიმდინარე პაციენტები არიან.

”ვფიქრობ, რომ ეს შეზღუდვები რაც დაწესებულია უკვე ეფექტს იძლევა. იმ თვალსაზრისით, რომ ჩანს ოდნავ სტაბილიზაცია. ასევე, ქვემოთ დაიძრა დადებითობის მაჩვენებელი. ამან უნდა მოგვცეს ოდნავი, მაგრამ არა დიდი ოპტიმიზმი და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად”. – განაცხადა, გამყრელიძემ.

ხაზი გაესვა ასევე, პირბადის ტარების მაჩვენებელს, რომელიც 10% – ით გაზრდილია. თუმცა, ეს უნდა იყოს 95%.

”თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს, 95% – ზე  გავზრდით, გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ შესაძლოა სერიოზულად დავასტაბილიზიროთ მდგომარეობა, მაგრამ იმ პირობით, რომ თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს, პირბადი ტარება არის ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძიება. მსოფლიოს მასშტაბით, გრძელდება დაწესებული შეზღუდვები და თითქმის ყველგან პირბადი გამოყენების მაჩვენებელი აყვანილია 90-95%-ზე”.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში, 3045 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულების  სრული რაოდენობიდან კი 83% გამოჯანმრთელებულია.

magti 5g