LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაწყებულია ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირება

63
1516791088

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, დავიწყეთ მუშაობა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვის კოლეგიური ორგანო.

„მისი წევრების შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი უზრუნველყოფს საბჭოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. რეფორმის შედეგად, განხორციელდება როგორც დავების განმხილველი ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერება, ისე გადასახადის გადამხდელთა პოზიციების გაუმჯობესება.

მნიშვნელოვნად შემცირდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვისა და გადაწყვეტის დრო, გაიზრდება დავის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი, დაწესდება ამ გადაწყვეტილებების დროული აღსრულების ეფექტური მექანიზმი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

პანდემიიდან გამომდინარე, ამჟამად, მიმდინარე დავების განხილვა სრულად გადასულია ელექტრონულ ფორმატზე და ხორციელდება დისტანციურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g