LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზარალებულები მალე საკუთარ ბინებს მიიღებენ -„სვეტის“ მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების გაგრძელებას M2 მარტიდან შეძლებს

110
BeFunky-collage

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა. კალაძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, მერია 2 500 ოჯახის პრობლემას განიხილავს. საუბარია კომპანია “სვეტის” მიერ დაზარალებულებზე.

კახა კალაძის განცხადებით, პრობლემის მოგვარების შესაბამისი გზები უკვე ნაპოვნია. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში სამშენებლო კომპანია “M2“-ზე გაიცემა სამშენებლო ნებართვები და მარტის დასაწყისში შესაძლებელი იქნება სამუშაოების დაწყება.

“ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ გამოინახა სამშენებლო  კომპანია m2, რისთვისაც მადლობა მათ. აღნიშნულ კომპანიასთან გავაფორმეთ რამდენიმე მემორანდუმი და დღეს, სიახლე არის ის, რომ მირცხულავას, ჭყონდიდელის და ნუცუბიძის პროექტები არის შეთანხმებული. მომდევნო კვირისთვის, გაიცემა შესაბამისი სამშენებლო ნებართვა. პარალელურად, მარტის დასაწყისში, შესაძლებელი იქნება უკვე მშენებლობის გაგრძელება, ამ კონკრეტულ მისამართებზე. ოჯახებმა თანხა რაშიც გადაიხადეს, მალე  საკუთარ ბინებს მიიღებენ. ” – აცხადებს კახი კალაძე.

„სვეტის“ სამ შეჩერებულ პროექტს m2 გადაიბარებს

კალაძემ ასევე, სხვა სამშენებლო კომპანიებთან არსებულ მსგავსი სახის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერია ამ მიმართულებით ალტერნატიულ გზებს ისევ მოძებნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები