LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზარალებულს ცემით აიძულეს, საკუთარი თავის დამარხვის მიზნით მიწა ამოეთხარა – ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

109
Untitled design (11)

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე, ორი ბრალდებულები პირი დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, იმ მოტივით, რომ დაზარალებულს – სხვისი საცხოვრებელი სახლიდან თანხის ქურდობის ფაქტი ეღიარებინა – უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემით აიძულეს საკუთარი თავის დამარხვის მიზნით მიწა ამოეთხარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2020 წლის 25 აგვისტოს დააკავეს, მათ ბრალდება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კი, წარდგენილ ბრალდებაში ისინი სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად, თითოეულს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g