LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზიანებულ სისხლძარღვებს და არტერიებს პომიდორი უშველის

345

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ლიკოპინს – პიგმენტს, რომელსაც პომიდორი და საზამთრო შეიცავს, შეუძლია აღადგინოს დაზინებული სისხლძარღვები და არტერიები. კვლევის შედეგები ჟურნალ PLoS ONE-ში გამოქვეყნდა.

მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 72 პაციენტი მონაწილეობდა მათგან 36-ს გულსისხლძარღვთა დაავადება აწუხებდა, 36 კი ჯანმრთელი იყო. ორმაგი ბრმა გამოკვლევის ფარგლებში მონაწილეებს აძლევდნენ ან პრეპარატს, რომელიც ლიკოპინს შეიცავდა, ან – პლაცებოს.

შედეგმა აჩვენა, რომ დაავადებული ადამიანების სისხლის მიმოქცევა სისხლძარღვებში, რომლებიც ლიკოპინს იღებდნენ, 53%-ით გაუმჯობესდა.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ შეძლეს დაემტკიცებინათ ლიკოპინის დადებითი მოქმედება დაზიანებული არტერიებისა და სისხლძარღვების აღდგენის პროცესში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g