LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს, ხოლო საფერავში 1 ლარს გადავიხდით, ვისაც ვენახი სრულად გაუნადგურდა ჰექტარზე 3 000 ლარს მივცემთ: ირაკლი ღარიბაშვილი

49
1568273018-1558103567-1551770164-ირაკლი-ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კახელ გლეხებს, რომელთაც სეტყვის გამო მოსავალი დაუზიანდათ ან სრულად გაუნადგურდათ სახელმწიფო დაეხმარება. პრემიერის განმარტებით, სახელმწიფო დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს, ხოლო საფერავში 1 ლარს გადაიხდის.

„მათ ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობი, ჰექტარზე 3000 ლარს გადავუხდით. ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო საკუთარ ხარჯზე აღუდგენს და დაეხმარება ჩვენს მოსახლეობას, რათა მაქსიმალურად იოლად გადავიტანოთ ეს პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g