LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზიანებული გზები, ავტომობილები და სახლები – სტიქიამ გურჯაანს ზარალი მიაყენა

282
fot (4)

სტიქიამ გურჯაანი დააზარალა. დატბორილია ქალაქის ცენტრალური, თავისუფლების ქუჩა. გზაზე გადაადგილება აკრძალულია. დაზიანებულია ლაგოდეხიდან გურჯაანში შესასვლელი გზის ნაწილი, რის გამოც მოძრაობა აკრძალულია.

გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ დატბორილია ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, კომერციული ფართები და სხვა ნაგებობები.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ წყალმა რამდენიმე ავტომანქანა წაიღო, რომლებიც ავტოსადგომებზე იყო გაჩერებული.

გურჯაანში, ძლიერი წვიმის დროს მდინარე ნავთისხევმა მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ნაწილი დატბორა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g