რამდენიმე პოსტი შემხვდა – „ნეტა, ვინ დათანხმდება მისი თანამდებობა დაიკავოსო?!“, არ გაგიკვირდეთ მთლად ახლობელი, კოლეგა და მეგობარი რომ ეგონათ, აი ისინი – გავლილი გვაქვს ეს გზა, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ეხმიანება.
„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
როგორც მეტრეველი წერს, ეს „რუსული“ სერიალი ნანახი გვაქვს“.
„რამდენიმე პოსტი შემხვდა – „ვინ დათანხმდება ნეტა მისი თანამდებობა დაიკავოსო?!“, არ გაგიკვირდეთ მთლად ახლობელი, კოლეგა და მეგობარი რომ ეგონათ, აი ისინი. გავლილი გვაქვს ეს გზა, ნანახი გვაქვს ეს „რუსული“ სერიალი. ჰოდა, როცა გავიგებთ, დიდად ნუ გავოცდებით. სამარცხვინო დრო მოჰყავს რეჟიმს… ყველაზე წარმატებულებს რომ ასამართლებენ, გმირებს რომ აკნინებენ, გარშემო კი ხმამაღალი დუმილია და ყველა „სათავისოს დაჰკანკალებს“.
მხარდაჭერა თავისუფალ ქართულ ხელოვნებას, რომელიც ცოცხალი და დამოუკიდებელია. ბრძოლა ბოლომდე! ბრძოლა გამარჯვებამდე!“,- წერს დეა მეტრეველი.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.
შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.
ამავე თემაზე:
„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი
„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე