LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

deadmau5-მა ორკესტრთან ერთად ჩაწერილი ალბომი გამოუშვა

55

პოპულარულმა კანადელმა დიჯეიმ და პროდიუსერმა, deadmau5-მა ორკესტრთან ერთად ჩაწერილი ალბომი „Where’s the Drop?“ გამოუშვა. ამ ეტაპზე კრებული ხელმისაწვდომი ექსკლუზიურად მხოლოდ სერვის Tidal-ზეა.

ცნობილია, რომ ნამუშვარი მალე სხვა ციფრულ პლატფორმაზეც გამოჩნდება, თუმცა ზუსტი თარიღი არ ხმაურდება.

ცნობილი დიჯეის უკანასკნელი ალბომი „W:/2016ALBUM/“ 2016 წლის დეკემბერში გამოვიდა და კანადური ალბომების ჩარტის 37-ე ადგილზე განთავსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები