LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დები სტარკები Glamour-ის გლამურულ ფოტოსესიაში

354
10403150-0-image-a-36_1551352599249

,,სამეფო კარის თამაშებში”, სანსა და არია სტარკების როლის შემსრულებლები, სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი ბრიტანული Glamour-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის გამოცემის სახეები გახდნენ.

ჟურნალთან ინტერვიუში, ახალგაზრდა ვარსკვლავებმა კადრს მიღმა მეგობრობის, სიყვარულისა და ფემინიზმის შესახებ ისაუბრეს.

ინგლისელი მსახიობები ნომრის ფურცლებზე ლუი ვიტონის, პრადასა და სტელა მაკკარტნის ლუქებით პოზირებენ.

შეგახსნებთ, რომ ორწლიანი ლოდინის შემდეგ, გუშინ, ქსელში ,,სამეფო კარის თამაშების” უკანასკნელი სეზონის ოფიციალური სრული თრეილერი გამოქვეყნდა. საკულტო სერიალის მე-8, ფინალური ეპიზოდის პირველის სერია HBO-ს ეთერში 14 აპრილს გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები