LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დებილი“ არის სამედიცინო ტერმინი, „ორსაათიანი“ ერთად იწერება – იონათამიშვილმა კაპანაძეს შეცდომები შეუსწორა

254
sergi da rati

​„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის ფეისბუქსტატუსის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ მისნაირ განათლებულ ადამიანს მსგავსი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს.

„მხოლოდ ამ, ერთ აბზაცში, სადაც დაბრალების გარდა, შენი ჭკუით, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა გადაწყვიტე:

1. „დებილი“ არის სამედიცინო ტერმინი, ნოზოლოგია, როდესაც ადამიანს გონებრივი განვითარების თანდაყოლილი შეფერხება, ან ჩამორჩენა აქვს და ეს შეიძლება, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველი გახდეს. დებილიზმი ოლიგოფრენიის მსუბუქი ფორმაა. ვინც ეს არ იცის, ის სამწუხაროდ, ამ ტერმინს სალანძღავად იყენებს. ისევე, როგორც აკო მინაშვილი – „კოჭლს“.

2. „ორსაათიანი“ ერთად იწერება. თუ ცალ-ცალკე დაწერ, ორი ერთსაათიანი მონაკვეთი გამოვა.

შენნაირ „განათლებულ“ და „პრადვინუტ“ ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს, მაგრამ, ეტყობა, მხილებამ მართლა ძალიან აგჭრა!..

აი, შენი პირველი პოსტი კი შეცდომა ნამდვილად არა, – გაცილებით მძიმე იყო და რეაქციაც შესაბამისი მიიღე. ახლა, ზიხარ და გამწარებული ერთმანეთზე უარეს სტატუსებს აცხობ. ასეა, როცა სამშობლოს გაყიდვის „გაპრავებას“ მოინდომებ“, – წერს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2008 წელს საქართველომ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ, მშვიდობიანი მოსახლეობა არა, კასეტური ბომბები კიდევ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.

მოგვიანებთ მან ერთ ერთ კომენტარში მამუკა მდინარაძე „დებილად“ მოიხსენია.

„სტატუსზე 300-მდე კომენტარი იყო, შემდეგ გადავამოწმე ვინ იყვნენ კომენტარების ავტორები და…. ჰოი საოცრებავ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არავის დაუორგანიზებია. არც (დებილ) მამუკა მდინარაძეს და არც დიტო სამხარაძეს. თავისით ორ საათიან მონაკვეთში უცბად გაბრაზდნენ, შემოვარდნენ ჩემთან და შემდეგ ერთბაშად ჩაუცხრათ ბრაზი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g