LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დებმა კრუსებმა „ესპანეთის დედოფლის“ პრემიერაზე იპოზიორეს

122

მადრიდის ერთ-ერთ კინოთეატრში ფერნანდო ტრუებას ფილმის, „ესპანეთის დედოფლის“ პრემიერა გაიმართა. საღამოს განსაკუთრებული ყურადღება მთავარი როლის შემსრულებელმა, პენელოპა კრუსმა მიიქცია. პრემიერაზე მისვლა ვერ მოახერხა მისმა მეუღლემ, ხავიერ ბარდემმა, თუმცა პენელოპას კომპანიონობას მისი და, მონიკა უწევდა.

წითელ ხალიჩაზე შეუძლებელი იყო მათი საკმაოდ თბილი განწყობა არ შეგემჩნიათ – მონიკამ და პენელოპამ ფოტოგრაფების წინაშე ჩახუტებულებმა იპოზიორეს.

რაც შეეხება ფილმს, პენელოპა არა მარტო მთავარი როლის შემსრულებელი, არამედ პროდიუსერიც არის. ფილმი 1998 წლის დრამის „შენი ოცნების გოგო“ რიმეიქს წარმოადგენს, სადაც კრუსი ასევე მთავარ როლს ასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g