LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით, დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა“ – ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა

255
გიორგი ახობაძე

7 დეკემბერს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ბორის ჩელე ყურუა ავრცელებს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – რა თქვა დაკავებულმა სასამართლოზე

„ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა.

დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით, დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა.

ამ საქმის დამკვეთები და შემსრულებლები მშვიდად დასეირნობენ, კაცობაზე, ადამიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკებიან. თითქოს არაფერი ისეთი არ უქნიათ, ვერც იაზრებენ ალბათ რამხელა ტკივილი მიაყენეს ხალხს.

საბოლოოდ გიორგი ახობაძის უდანაშაულობა დამტკიცდება და ეს ღორისშვილები ციხეში ამოლპებიან“, – წერს ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში.

„დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა“ – აქციის მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე

ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით…

Posted by Mestni CheLe on სამშაბათი, 14 იანვარი, 2025

ცნობისათვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნების დროს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-იდან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 დეკემბერს შეეფარდა.

„იცით რამდენი სიკვდილთან მებრძოლი პატარა პაციენტი გადაურჩენია? უამრავი მშობელი მეკითხება გიორგის მდგომარეობას… დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანების გადარჩენის უძლიერესი ბერკეტი უპყრია ხელთ“ – რას წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ექიმ გიორგი ახობაძეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g