LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა მოძალადე მამამთილს ხელს აფარებს.. ბავშვს ეშინია, რომ მოკლავენ თუ რამეს იტყვის“ – 9 წლის ბიჭ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 60 წლამ­დე მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს

400
პედოფილია

9 წლის ბიჭ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 60 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გა­მო­ძი­ე­ბა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის, 126-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო.

ცნობისთვის, რუს­თავ­ში მოზარდზე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ქა­ლა­ქე რუს­კა მჭედ­ლი­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

„9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით, სახლში ძალით წაიყვანეს, ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესე იგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო.

ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში, რუსთავის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ჩვენებაში ბავშვს დააწერინეს, რომ წაიქცა!

დედა მოძალადე მამამთილს ხელს აფარებს და ბავშვს, ბავშვთა სახლში ჩაბარებით ემუქრება, ბავშვის მამა ციხეში ზის, თურმე მამინაცვალსაც უცემია ბევრჯერ და ბავშვს ეშინია, რომ მოკლავენ თუ რამეს იტყვის.

გამანადგურა ამ ამბავმა, მეხვეწებოდა შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო“. – წერს რუსკა მჭედლიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები