ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც აშშ-ში ემიგრაციაში ცხოვრობს, საქართველოში იმყოფება. რამდენიმე დღის წინ მომღერლის დედა იუბილარი იყო. ალექსანდრემ დედას სოციალურ ქსელში იუბილე ემოციურად მიულოცა.
„დედა, რამდენი წელი ერთმანეთის გარეშე, მაგრამ რამდენი წელი ერთად…
ფიზიკურად ჩემს გვერდით ხარ თუ არა, არანაირი აზრი არ აქვს, იმდენად გრძნობ ჩემს ყველაფერს, ვერაფერს დაგიმალავ, ვერაფერს გამოგაპარებ, ყველაფერს გრძნობ სადაც არ უნდა ვიყო და იგივენაირად გიხარია ან გტკივა.
მინდა, ცხოვრების ბოლომდე მყავდე და იყო ბედნიერი, მართლა სწორი სახელი გქვია, „გული“ ცარიელი გული და სული ხარ, სიყვარულს და ბედნიერებას ასხივებ და აბედნიერებ შენს ირგვლივ ყველას, ადამიანს თუ ცხოველს!
მიხარია, რომ შენს დღეს ღმერთმა მაჩუქა ბედნიერება, რომ შენთან ერთად გავატარო და აღვნიშნოთ სამყაროში უმაგრესი ადამიანის მოვლენა და ასევე იმ ადამიანის, რომელმაც მე მომავლინა, ჩემი სულის და სხეულის განუყოფელი ნაწილი ხარ.
მიყვარხარ და გილოცავ “, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში.
„ასე მივულოცე დედას დაბადების დღე ბათუმში” – ალექსანდრე ზაზარაშვილის შესრულება