„სულ რამდენიმე კვირაა, რაც დენის პარხომენკო და მისი 55 წლის დედა მეტროს ვაგონიდან გამოვიდნენ, მათთვის ჯერ კიდევ რთულია ნორმალურ ცხოვრებასთან შეგუება“, – წერს უკრაინული მედია და თავშესაფარში მყოფ ხარკოვის მცხოვრებლებზე იუწყება.
ხარკოვის ერთ-ერთი მიწისქვეშა მეტროსადგურიდან გადასვლა განსაკუთრებით რთული იყო პარხომენკოს დედისთვის, სვეტლანასთვის, რომელიც დაბომბვის ხმას ახლაც ვერ ეგუება.
ისინი 2 მარტიდან მეტროსადგურში ცხოვრობდნენ, როცა მათი ბინა ხარკოვის ცენტრში რაკეტით დაზიანდა, რომელიც მეზობელ კორპუსს დაეცა. თავდასხმის დროს ორივე სახლში იყო – პარხომენკო მუშაობდა, როცა თვითმფრინავის ხმა გაიგო და იგრძნო, რომ მის მიმართულებით რაღაც მიფრინავდა. ინსტინქტებს ენდო და მაშინვე დერეფნისკენ გაიქცა.
„ერთი წამითაც რომ შევყოვნებულიყავი, მომკლავდნენ“, – თქვა პარხომენკომ.
როგორც უკრაინული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუსული საარტილერიო თავდასხმები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე მარტ-აპრილის პერიოდთან შედარებით შემცირდა, დაბომბვა გრძელდება, რასაც თან ახლავს მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი.
მიუხედავად ამისა, ხარკოვის ჩრდილოეთით, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ, ამ ქალაქში, რომელშიც ოდესღაც 1,4 მილიონზე მეტ ადამიანს ცხოვრობდა, ნორმალური ცხოვრების ნიშნები კვლავ გამოჩნდა.
ხარკოვის მასშტაბით გადაადგილების გასაადვილებლად, მერმა იჰორ ტერეხოვმა ბრძანება გასცა, მეტრო 24 მაისიდან ამუშავდეს. მოსახლეობას მაინც აქვს უფლება, მეტროსადგურებში დარჩნენ და ღამე გაათიონ, თუმცა მეტრო ახლა რეგულარულად მუშაობს.
ბევრი ფიქრის შემდეგ, პარხომენკომ, დედასთან ერთად გადაწყვიტა, ეთხოვათ დროებითი საცხოვრებელი ადგილი, რადგან მათ სახლში დაბრუნება არ შეუძლიათ. ქალაქმა მათ ოთახი გადასცა სალტივკას დიდ საცხოვრებელ უბანში, ხარკოვის კიდეზე მდებარე ყველაზე დაზარალებულ უბანში, სადაც დაბომბვა ახლაც გრძელდება.
„დედაჩემი დაბომბვაზე მაშინაც კი რეაგირებს, როცა სძინავს.“– თქვა შეშფოთებულმა პარხომენკომ.
სამხედრო წყვილები ყველაზე ცხელი წერტილიდან – უკრაინის დამცველებმა ქორწილი დონბასში აღნიშნეს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში