გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ქორწინების 18 წელს აღნიშნავენ.
ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ჯვრისწერის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
პოლიტიკოსი წერს, რომ წყვილის ჯვრისწერიდან 18 წელი გავიდა:
„დედაჩემმა გაგვახსენა, რასაკვირველია! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს! 18 წელი“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
თამარ ჩერგოლეიშვილი გამომწერებს გიგა ბოკერიას 2020 წელს გამოქვეყნებულ პოსტს უზიარებს:
„14 წლის წინ, ამ დღეს, ვერის ეკლესიაში მე და თამუნამ ჯვარი დავიწერეთ და კესო მოვნათლეთ. ვულოცავ, პირველ რიგში ჩემს თავს და მას ამ დღეს.
ამ ფოტოზე რეაქციას ორივე მხრიდან ველი – ვინც „ეკლესიასთან ბრძოლას“ გამახსენებს, ან პირიქით – ამ ფოტოთი პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას დამაბრალებს. არადა უბრალოდ კარგი ფოტოა“ – წერს გიგა ბოკერია.
დედაჩემმა გაგვახსენა, რასაკვირველია! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს! 18 წელი 😳
Posted by Tamara Chergoleishvili on ორშაბათი, 09 სექტემბერი, 2024