20-21 დეკემბერს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, დედაენის ბაღში, საახალწლო აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ გაიმართება.
ღონისძიებაზე, საბავშვო სივრცესთან და საინტერესო აქტივობებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება:
- ყველის სხვადასხვა სახეობა
- გლინტვაინი და გამორჩეული ქართული ღვინოები კახეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და აჭარიდან
- თაფლი და თხილეულით დამზადებული ტკბილეული
- ლორი და სხვა ხორცპროდუქტები
- აფხაზური აჯიკა
- ქართული ჩაი
აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ ხორციელდება FAO-სა და Stall-ის თანაორგანიზებით, ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.
