LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაენის ბაღში მარი ფელისიტე ბროსეს ბიუსტი დაიდგა

104

დედაენის ბაღშიმარი ფელისიტე ბროსეს ბიუსტი დაიდგა. მარი ბროსეს ბიუსტი წლების განმავლობაში  თბილისის ერთ-ერთ სკვერში იყო განთავსებული. 2004 წელს ქანდაკება მოიპარეს. ბროსეს ბიუსტის აღდგენა ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ჯუნა მიქატაძის მიერ შექმნილი  ყალიბის გამოყენებით მოხდა.

მარი ფელისიტე ბროსეს ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. მან შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები.

1838 წელს მარი ბროსე პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის  წევრად  აირჩიესქ ართულ-სომხური  ფილოლოგიის  განხრით. 1847-1848 წლებში  ბროსემ იმოგზაურა  საქართველოში, შეკრიბა  ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური  და პეტერბურგში სამ  წიგნად გამოაქვეყნა .

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g