LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაენის ბაღში საახალწლო კონცერტი გაიმართა

198

თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში მოქმედ საახალწლო ქალაქში სტეფანეს კონცერტი გაიმართა. კონცერტს თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერმა მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა.

„მინდა, რომ 2018 წელი იყოს წარმატების წელი თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია,  იმ სურვილების ასრულების წელი, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი საახალწლოდ იფიქრებს ხოლმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის განწყობა რომელიც ახალი წლის დღეებში იყო, შეგინარჩუნოთ, ოღონდ არა კონცერტებითა და თეატრალური სპექტაკლებით, არამედ ჩვენი გაკეთებული საქმეებით, იმ პროექტებით,  რომლის განხორციელებასაც 2018 წელს ვაპირებთ“,- აღნიშნა  კახა კალაძემ.

გარდა კონცერტისა, დედაენის ბაღში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღის 12 საათიდან გაიხსნა საახალწლო ბაზრობა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გლინტვეინი და ნუგბარი, ასევე, შეეძინათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი და სუვენირი. საახალწლო ბაზრობის პარალელურად  მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ატრაქციონების პარკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g