გსმენიათ კაცურ მანქანებზე? ახალგაზრდულზე? ქალურზე? დიდი კაცების მანქანები? ალბათ უცხო არაა ავტომობილი დიასახლისებისთვის.
ახლა კი ჩინელები წარმოგვიდგენენ იდეალურ ავტომობილს ახალგაზრდა დედებისთვის.
Arcfox Koala ისეა დაპროექტებული. რომ მისი სალონი კომფორტული იყოს პატარის გადასაყვანად. მისთვის გათვალისწინებულია სავარძელ-ტრანსფორმატორი, გამათბობელი და გამაგრილებელი, კონდიციონერების სპეციალური რეჟიმი ანტივირუსული სისტემით. საფენების გამოსაცვლელი პატარა მაგიდაც კი და რა თქმა უნდა უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემები.
მისი ინტერფეისიც მორგებულია ახალგაზრდა დედებზე, სადაც შეუძლიათ შეიტანონ ინფორმაცია გეგმიურ აცრებზე და სამედიცინო შემოწმებებზე.
გარეგნულად ავტომობილი არაფრით გამოირჩევა, ხოლო ტექნიკურად ის მაღალი ალბათობით უნიფიცირებულია ქროსოვერთან Alpha T და სედანთან Alpha S.
Arcfox Koala-ს ოფიციალური პრემიერა მაღალი ალბათობით მომდევნო თვეებში გველის.