LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის 10 ქუჩა, სადაც თბილისელები ყველაზე ხშირად ისვენებენ

541
თბილისი-ღამით

პარასკევი და შაბათი არის დღეები, როდესაც ყველა განტვირთვის საუკეთესო გზას ეძებს. ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ტაქსის მომსახურებაზე. პარასკევ საღამოდან მნიშვნელოვნად იმატებს გამოძახებების რაოდენობა იმ ქუჩების მიმართულებით, სადაც განთავსებულია გასართობი ობიექტები და შესაძლებელია მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გატარება.

სერვისი „მაქსიმის“ სპეციალისტებმა მოამზადეს თბილისის ქუჩების სტატისტიკა, სადაც ყველაზე ხშირად ისვენებენ ქალაქის მაცხოვრებლები.

თბილისის მაცხოვრებლები, ამ პერიოდში, ყველაზე ხშირად ეგნატე ნინოშვილის ქუჩას სტუმრობენ, სადაც განთავსებულია კაფე-ბარების უმრავლესობა. მეორე ადგილზეა მტკვრის მარცხენა სანაპირო, რომელიც რესტორნების სიუხვით გამოირჩევა. თითქმის ერთნაირი დატვირთვით, მესამე ადგილს ინაწილებენ -კუს ტბისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩა (მეიდანი). თბილისის ქუჩების ათეულში, ასევე, მოხვდა ჟან შარდენის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი და შოთა რუსთაველის გამზირი.

TOP-10 ქუჩა, სადაც ისვენებენ ქალაქის მაცხოვრებლები:

  1. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა — 5,36%
  2. მტკვრის მარცხენა სანაპირო — 4,79%
  3. კუს ტბის ქუჩა — 3,8%
  4. ვახტანგ გორგასლის ქუჩა (მეიდანი) — 3,7%
  5. ჟან შარდენის ქუჩა — 2%
  6. დავით აღმაშენებლის ხეივანი — 1,8%
  7. მტკვრის მარჯვენა სანაპირო — 1,67%
  8. შოთა რუსთაველის გამზირი — 1,5%
  9. აკაკი ბელიაშვილის ქუჩა — 1,3%
  10. აკაკი წერეთლის გამზირი — 0,89%
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g