LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედაქალაქს ჰყავს მკვლელი, ფულზე დახამებული რუსეთუმე მერი, რომლის განცხადებებიც იდენტურია სალავიოვის, სიმონიანის და ზახაროვას განცხადებების“ – ენმ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ქმნის

174
Untitled design

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ხსნის. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს, 21 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მხარდამჭერებს ოფისში მისვლისა და რეგისტრაციისკენ მოუწოდა.

როგორც ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, პარალელურად, ენმ-ის თბილისის ცენტრალური ოფისი იქნება:

„დედაქალაქს ჰყავს მკვლელი, ფულზე დახამებული რუსეთუმე მერი, რომლის განცხადებებიც იდენტურია სალავიოვის, სიმონიანის და ზახაროვას განცხადებების – რომელმაც განაცხადა, რომ ვინც პუტინის წინააღმდეგ იქნება, თურმე სააკაშვილივით დაასრულებს, რაც დასტურია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის პუტინის ტყვე.

როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, სატრანსპორტო კოლაფსით დაწყებული, ურბანული ეკონომიკური კატასტროფით გაგრძელებული, როდესაც კალაძე გადასულია ფულის შოვნაზე და არ ერიდება რუსულ მოღალატეობრივ განცხადებებს, ამის პარალელურად მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი იყოს დედაქალაქში, მათ შორის სტრუქტურულად.

ამიტომ დღეს დედაქალაქში ვხსნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ბროსეს ქუჩაზე, ნომერ 6-ში, რომელიც პარალელურად იქნება თბილისის ცენტრალური ოფისი და, შესაბამისად, ჩვენს მომხრეებს, რომლებიც ასიათასობით არიან დედაქალაქში, და ეს ყველა არჩევნებზე ჩანს ხოლმე, მოვუწოდებ, მობრძანდით ჩვენთან ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია და გახდით თანამონაწილე „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვებაში.

იმისთვის, რომ პარტია თბილისში იყოს ძლიერი, შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს ირაკლი ნადირაძე, რომლის დავალება და ამოცანა იქნება, რომ სწრაფად მოახდინოს თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია და გამართვა, რომ პარტია იყოს ძლიერი ისე, როგორც არასდროს. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ გვერდზე დაიდება კონკრეტული აპლიკაცია, რის მეშვეობითაც თითოეულ თქვენგანს შეეძლება რეგისტრაციის გავლა.

ყველას, ვინც ცხოვრობთ თბილისში და არ გინდათ რუსეთში ცხოვრება, ყველას, ვისაც გინდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყველას, ვისაც გინდათ, რომ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს დერუსეთიზაციას და დებიძინაზიციაში, გელოდებით ბროსეს ქუჩაზე, რომელ სამუშაო ჯგუფსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს.“ – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g