LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედას დანაშაული არ ჩაუდენია… ვთვლი, რომ დაკავება ზედმეტი იყო, ახლა შიმშილობს…“ – რას ამბობს გოგო, რომლის შვილი ბებიამ TikTok Live-ში სცემა

1510
ნათია ნონიკაშვილი

ქუთაისში, არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბებიის შვილი, ნათია ნონიკაშვილი მომხდარზეინფო იმერეთთან“ საუბრობს. 

ნათია ნონიკაშვილის თქმით, „არანაირი ცემის კვალი არ არსებობს“, რასაც მისი განცხადებითვე, „ექსპერტიზაც ადასტურებს“.

როგორც მან „ინფო იმერეთს“ განუცხადა, დედამისს „დანაშაული არ ჩაუდენია“ და მისი შვილი არ უცემია.

რას ამბობს მოქალაქე, რომელმაც ბავშვზე ძალადობის ვიდეო ინტერნეტში ნახა და პოლიციას მიმართა

„დედას მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან აქვს ჩიყვი და ახლა შიმშილობს… რაც შეეხება მომხდარს, ექსპერტიზაც ადასტურებს, რომ არანაირი ცემის კვალი არ არსებობს. რაც შეეხება, იმ ფაქტს, რომ დედა ბავშვთან ერთად იგინება, მოდი გადავხედოთ, კომენტარებს და ვნახოთ, რა დაუწერეს დედაჩემს, რასაც მისი გაღიზიანება მოჰყვა. ბავშვი იზრდება სრულ ჰარმონიაში. ამას დაადასტურებს სოციალური სამსახური და ბავშვის ექიმი. ვთვლი, რომ დაკავება იყო ზედმეტი. მოვითხოვ დედაჩემის თავისუფლებას, თუნდაც გირაოს სახით, სანამ გამოძიება არ დასრულდება“, – ამბობს ნათია ნონიკაშვილი ინფო იმერეთთან“.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა, დაკავებულია

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მოქალაქე 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს

სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი ჰკრა.

რას ამბობს დედა, რომლის ორ წლამდე შვილიც ბებიამ TikTok Live-ში სცემა: „თუ გირაოს ვერ გადავიხდი, ნინო იქნება რუსთავში ქალთა კოლონიაში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g