LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედას გეფიცებით, ეს სათამაშო ნავი მახსოვს, ხელში რომ მიჭირავს. მამუკას სათამაშო ყოფილა“ – რას წერს ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თაკო ჩარკვიანი

488
მამუკა ჩარკვიანი

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი და მომღერალი მამუკა ჩარკვიანი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი მდგომარეობის გამო, საავადმყოფოში იმყოფება.

მამუკა ჩარკვიანის და, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ძმასთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„მე და მამუკა, დედას გეფიცებით, ეს სათამაშო ნავი მახსოვს, ხელში რომ მიჭირავს. მამუკას სათამაშო ყოფილა“.

თაკოს სოციალურ ქსელში მეგობრები ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ეკითხებიან, რაზედაც თაკო პასუხობს, რომ უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

„ისევ ისე, არ არის კარგად“, – წერს თაკო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანმა Ambebi.ge-სთან ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

„მამუკა არ არის კარგად, ვიბრძვით, ექიმებიც და ყველა, დიდი ხანია ამ მდგომარეობაშია, პალატაში გადავიყვანეთ და შემდეგ ისევ რეანიმაციაში დააბრუნეს“ – თაკო ჩარკვიანი ძმის, მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g