დედათა და ბავშვთა ცენტრში „იავნანა“ აცხადებენ რომ 9 თვის ბავშვი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, დედამ კლინიკაში 31დეკემბერს ტემპერატურული რეაქციით მიიყვანა. ანამნეზის შესწავლის შემდეგ მას გაეწია სათანადო დახმარება და დაეწია სიცხე. შეთავაზების მიუხედავად, სტაციონარში დატოვებაზე დედამ უარი განაცხადა. მიზეზად კი დედის ავადმყოფობა და სხვა მცირეწლოვანი ბავშვების მეთვალყურეობის აუცილებლობა დაასახელა.
გადმოცემით ბავშვი წინა დღეს ინფექციური საავადმყოფოდან ხელწერილის საფუძველზე მკურნალობის დასრულებამდე წაიყვანეს, სადაც წითელას დიაგნოზით იყო მოთავსებული. გორის დედათა და ბავშვთა ცენტრში რეკომენდაციისა და დანიშნულების მიცემის შემდეგ, ბავშვი დედამ წაიყვანა და მეტად კონსულტაციაზე აღარ მიუყვანია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვი გამთენიისას გარდაცვლილი ბებიამ ნახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.