შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით, კერძოდ, დედის მიმართ ძალადობის საქმეზე, ბათუმში ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებულია, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დედას მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.