ლეონარდო დიკაპრიოს არდადეგები გრძელდება. ის ამჯერად საკუთარ იახტაზე, ახალ შეყვარებულთან, 28 წლის ნილამ გილისთან ერთად დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად ლეოს დედაც იმყოფებოდა. ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„როცა დედა სანთელს გიჭერს“, „დედიკოს ბიჭი“, „გაზრდის დროა ლეო“, – წერენ კომენტარებში.
რაც შეეხება დიკაპრიოს ახალ გოგოს, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ დიკაპრიომ ნილამის დედა გაიცნო და მასთან ერთად ივახშმა. როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა.
ლეონარდო დიკაპრიო სენ-ტროპეს სანაპიროზე დედასთან ერთად ისვენებს