ჟურნალისტი ნინო მეუნარგია ჟურნალ „თბილისელებს“ (22 სექტემბრის ნომერი) თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე ეპიზოდის შესახებ მოუთხრობს.
„ყველაზე უბედური ვიყავი მაშინ, როდესაც დედას ავტომობილმა დაარტყა. იმ მომენტში მარტო ვიყავი. დედა ხელ-ფეხმოგლეჯილი დავინახე. გონება გამეთიშა, დროსა და სივრცეში დავიკარგე. საკუთარი ხმა დღესაც ჩამესმის, ვყვიროდი, „არ გადააფაროთ!“. ეს საშინელება იყო. ამის გახსენება მძიმეა…
დედა მანქანით ახალგაზრდა კაცმა გაიტანა. ჩემი ჩივილის შემთხვევაში, ის გრძელვადიან პატიმრობაში აღმოჩნდებოდა. ოჯახის წევრებმა მითხრეს, ნებისმიერ შენს გადაწყვეტილებას ვეთანხმებითო. საკუთარ თავს ომი გამოვუცხადე, რისხვა დავამარცხე და 18 წლის ბიჭს არ ვუჩივლე. ეს უბედური შემთხვევა იყო და მე ისევ დედის ინსტინქტი დამეხმარა. წარმოვიდგინე, ჩემი შვილი რომ მჯდარიყო საჭესთან. დედის პირველ პანაშვიდზე მომიწია სასამართლო პროცესზე მისვლა… არასდროს დამავიწყდება აკანკალებული ბიჭის ხმა, ფეხზე ძლივს იდგა. ძალიან ცუდად გავხდი. ვუყურებდი დედის მკვლელს, რომელიც ვერ გავიმეტე. მე დავივიწყე მისის სახელი და გვარი… და ეს ჩემს თავზე დიდი გამარჯვება იყო!..“