მუსიკოსი გია ბაღაშვილი ჟურნალ „სარკის“ 13 აგვისტოს ნომერში საუბრობს დედაზე, რომელიც ერთი წლის წინ გარდაეცვალა.
გია ბაღაშვილი აღნიშნავს, რომ დედასთან გამორჩეული სიყვარული და მეგობრობა აკავშირებდა და რომ დედა მათი დიდი ოჯახის საყრდენი იყო.
„დედის წასვლა უმძიმესი ტკივილია შვილისთვის, რომელსაც ვერაფერი ანელებს, მით უმეტეს, ვერაფერი აქრობს. დედაზე ფიქრი, მასთან მუდმივი სულიერი კავშირი და ლოცვა არის ის, რაც ოდნავ შვებას მგვრის. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო და მოვიქცე, მის სულს რომ გაუხარდება…
გამორჩეული სიყვარული და მეგობრობა გვქონდა მე და დედას. მთელი ჩვენი დიდი ოჯახის დასაყრდენი იყო ყოველთვის. მთავარი, რაც მას გამოარჩევდა, იყო საოცარი ჰუმანურობა და სულგრძელობა. რჩევა მრავალი მახსოვს, მაგრამ ერთს გავიხსენებ – არასდროს გაიმეტო ადამიანი, ყოველთვის დააყენე თავი მის ადგილას და ისე მიიღე გადაწყვეტილებაო“, – იხსენებს გია ბაღაშვილი ინტერვიუში, რომელსაც წაიკითხავთ ჟურნალ „გზის“ 13 აგვისტოს ნომერში.