LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედისთვის იმაზე დიდი საშინელება არაფერია, როცა ხედავ, შენს შვილს როგორ სტკივა, რომ ფული წყვეტს ყველაფერს და ვერ ეხმარები“ – 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

166
გიორგი

8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მას თავში სიმსივნე აღმოაჩნდა.

როგორც დედა, ეთერ ბარამიძე ამბობს, ახლა ბავშვს განმეორებითი სამედიცინო კვლევები სჭირდება, სოციალურად დაუცველ ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს.

დედას იმედი აქვს, რომ ხალხის გვერდში დგომით შვილის გამოჯანმრთელებას საბოლოოდ შეძლებს.

დედა, ეთერ ბარამიძე:

– ჩემი შვილი 8 წლისაა. საშინელი ტკივილები ჰქონდა და ტომოგრაფია რომ გავუკეთეთ, ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის საშინელება იყო. ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩემი პატარა ბიჭი მეჭირა ხელში და არ ვიცოდი, გამოსავალი სად უნდა მეძებნა. თავში სიმსივნე კეთილთვისებიანი აღმოჩნდა, ოპერაცია არ გაუკეთებიათ, ქიმიოთერაპია ჩაუტარდა და ეს მძიმე ეტაპი უკვე გავიარეთ. სიმსივნე დაამარცხა, მაგრამ ახლა სხვა პრობლემები წამოვიდა.

ბავშვს აქვს გართულებები, ჰაერის უკმარისობა და ჟანგბადზეა დამოკიდებული. ყველაზე ძნელია დედისთვის, როცა იცი, რომ შენს შვილს სჭირდება დახმარება და ამას ფინანსების უქონლობის გამო ვერ ახერხებ.

ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია, სამი შვილის დედა ვარ, ვცხოვრობთ რაჭაში, რადგან ბავშვის ჯანმრთელობის გამო რაჭიდან წამოსვლა მოგვიწია, ახლა სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს. მოტივი ის არის, რომ იმ საცხოვრებელ მისამართზე არ ვიყავით. ახლა საერთოდ ამ დახმარების გარეშეც დავრჩით.

ჩემი ყველაზე დიდი სადარდებელი ახლა ის არის, რომ ბავშვს კვლევები სჭირდება, დაახლოებით, 2000 ლარია ამისთვის საჭირო და ოჯახს ამის საშუალება არ გვაქვს. არადა, დედისთვის იმაზე დიდი საშინელება არაფერია, როცა ხედავ, შენს შვილს როგორ სტკივა, რომ ფული წყვეტს ყველაფერს და ვერ ეხმარები. მეც ძალიან მინდოდა გამოსაკვლევად ჩემი გიორგი თურქეთის რომელიმე კლინიკაში წამეყვანა, მაგრამ აბა, ამას როგორ შევძლებთ, როცა გასაყიდიც არაფერი მაქვს. ორი დღით წავედი ბავშვებიანად რაჭაში, მაგრამ გიორგი ცუდად გაგვიხდა, თავში ანევრიზმა ჰქონდა, ის გაუსკდა და სასწრაფოდ წამოვედით თბილისში.

ახლა ჟანგბადის აპარატზე მყავს, ჰაერის უკმარისობა აქვს და იმის ყურება, თუ როგორ ცუდად არის ჩემი შვილი, ჩემთვის ძალიან ძნელია.

გამოსავალს ვეძებ, გთხოვთ, კეთილო ადამიანებო, იქნებ დამეხმაროთ და ჩემი შვილისთვის კვლევების ჩატარება შევძლო. ჯანდაცვას რომ მივმართე, მითხრეს, ერთხელ უკვე დაგეხმარეთ და ამ კვლევებს მხოლოდ წელიწადში ერთხელ ვაფინანსებთო. ძალიან მერიდება ხალხის, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა, იქნებ დამეხმაროთ შვილის გამოჯანმრთელებაში.

სკოლაში დადიოდა გიორგი, ახლა იქაც ვერ დადის, ერთი თვის წინ ქუნთრუშა ჰქონდა და ამან კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა. კეთილო ადამიანებო, დამიდექით გვერდში.

იმედია, საზოგადოება გულთან მიიტანს ამ ოჯახის გასაჭირს და როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, ამჯერადაც გაერთიანდება გიორგი ბერიშვილის გამოსაჯანმრთელებლად

TBC ბანკი: GE15TB7679445061100108

მიმღები: ემზარი ბარამიძე.

„საქართველოს“ ბანკი: GE25BG0000000162579635

მიმღები: მარიამ ვაჩეიშვილი.

საზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ „ფეიფალით“.

საკონტაქტო ნომერი 598417413

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g