LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედისთვის მძიმეა… ავარიის შემდეგ ვერ მეტყველებენ, საერთოდ ვერ მოძრაობდნენ, ახლა კი…“ – როგორია ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების, თათულის და ნიაკოს მდგომარეობა, რომლებიც რეაბილიტაციას თურქეთში გადიან

497
სოფიო ხარშილაძე

გასული წლის 12 ოქტომბერს, ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დები – თათული და ნიაკო უკვე მე-5 თვეა, რეაბილიტაციის კურსს თურქეთში, სტამბოლის კლინიკაში გადიან.

„ყველაზე დიდი ბრძოლისთვის მზად ვართ, სასწაული მოახდინეს, ნიაკო გადაარჩინეს და მეორედ აჩუქეს სიცოცხლე“ – ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ნიაკო და თათული რეაბილიტაციის კურსს თურქეთში გაივლიან

როგორია გოგოების ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი – ამის შესახებ თათულის და ნიაკოს დედა, სოფიო ხარშილაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.

„ჩემი გოგონები შემთხვევის წამიდანვე საოცრად მზრუნველი და პროფესიონალი ექიმების გარემოში აღმოჩნდნენ და ჩემთვის, როგორც დედისთვის, უპირველესი ნუგეში სწორედ ეს იყო. ამ ექიმების დაუღალავი შრომის შედეგად მოვედით აქამდე. 5 თვეა, თურქეთში ვართ, კლინიკაში და რეაბილიტაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მდგომარეობაც ბევრად უკეთესია.

ნიაკო, რომელიც კიდურებს საერთოდ ვერ ამოძრავებდა, ახლა უკვე ჯდება, მოძრაობს. ნიაკოს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და საკმაოდ შედეგიანი იყო. თათულიმ უკვე გაიარა ფეხზე, დადის, ხელს რომ ჩავკიდებთ და ველოდებით, დამოუკიდებლად როდის გაივლის. ექიმები მპირდებიან, რომ მეტყველება და ყველაფერი მწყობრში ჩადგება და ახლა ამ ბედნიერი დღის მოლოდინში ვართ. რაღაც პერიოდი სჭირდება. აქ კიდევ ერთი თვე ვიქნებით და ველოდებით, რომ ამ დროში თათულიმ შეძლოს დამოუკიდებლად გავლა და საქართველოში ჩამოვა ისეთი, როგორიც იყო. ამის გარანტიას ექიმი გვაძლევს და იმასაც ამბობს, რომ თათული თავის საყვარელ საქმეს – ტანვარჯიშს დაუბრუნდება. მეუბნება, რომ შეეძლება ვარჯიში და დიდი იმედი მაქვს, მომავალ წელს, საქართველოს ჩემპიონატზეც გავა…

უფლის სასწაულის მერე, ჯერ ქართველმა ექიმებმა მოახდინეს სასწაული, რომ იმ ღამეს გადარჩნენ ჩემი შვილები და მერე, თურქეთში, სადაც თითქმის უმოქმედო ბავშვები ჩამოვიყვანე – თავი, ხელი, ფეხი, თითი ვერაფერს ამოძრავებდნენ, ვერც სხდებოდნენ და ვერც დგებოდნენ. თათული უკვე დადის. ნიაკოც დაიწყებს ნაბიჯების გადადგმას.

ჯერ ვერ მეტყველებენ. ექიმები მეუბნებიან, ჯერ ფეხზე უნდა გაიარონ დამოუკიდებლად და მერე მეტყველებაც წამოვაო, ამასაც ძალიან მალე ველოდებით…

„დღეს ჩემს მეორე ოჯახზე მინდა, გესაუბროთ…ერთი წუთითაც არ ვაჭარბებ როცა აჯიბადემის ექიმებსა და ექთნებს ჩემი ოჯახის წევრებთან ვაიგივებ, არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება, აღვწერო მათი პროფესიონალიზმი“ – სოფიო ხარშილაძის ემოციური პოსტი

აქ გარემო ისეთია, ოჯახში უფრო გგონია თავი, ვიდრე – კლინიკაში. დედისთვის მძიმეა ასეთი რამის ყურება, ისეთი ბავშვები იყვნენ, რომ შეიძლება ითქვას ჰაერში დაფრინავდნენ, ლაღები, ბედნიერები, მოტივირებულები, მიზანდასახულები. მათი წარმატებებით ვხარობდით და რადიკალურად რომ იცვლება ყველაფერი, გული გწყდება, მაგრამ როცა ასეთი თბილი გარემო გხვდება, ეს ყველაფერი თითქოს დროებით გავიწყდება. უფრო სხვა თვალით, იმედით უყურებ ყველაფერს. ექიმები გეუბნებიან, რომ არის დიდი შანსი, მერე შენც ხედავ, რომ წინ და წინ მიდიხარ. ექიმები ხელს გიწყობენ, რომ არ მოიწყინო, ხასიათი არ შეგეცვალოს. საოცარი მზრუნველობაა ბავშვების მიმართ“, – ამბობს გოგოების დედა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ

„სამყაროს, დედამიწას დაუმტკიცე რომ შენნაირი ძლიერი ადამიანი იშვიათია, მზის გოგო ხარ..დაბადების დღეს გილოცავ“ – ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ნიაკო იუბილარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g