LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალ ელიზაბეტ მეორეს სასახლის დაცვამ კინაღამ ესროლა

84

გამოცემა The Times რამდენიმე თვის წინ, ბუკინგემის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე წერს. სამეფო გვარდიის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სასახლის ბინადრების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, გვიან ღამით ბაღში შემოვლაზე იყო, როდესაც შორიდან სილუეტი დაინახა. კითხვაზე თუ ვინ იყო, დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ საკუთარი ვინაობა დაუსახელა, ჯარისკაცმა კი უპასუხა: „ჯანდაბა, თქვენო უდიდებულესობავ, მე თქვენ კინაღამ გესროლეთ!“.

ჯარისკაცმა იფიქრა, რომ ასეთი ტონისთვის ის დაისჯებოდა, თუმცა დედოფალმა მას მშვიდად მიუგო: „შემდეგში წინასწარ დავრეკავ, რომ არ მესროლოთ“.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი სიფრთხილე დაცვის მხრიდან სრულიად გასაგებია – 2016 წლის აგვისტოში პოლიციამ 25 წლის სტუდენტი დაიჭირა, რომელიც დანით იყო შეიარაღებული და დედოფლის მოკვლა ჰქონდა განზრახული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები