დღეს ბრიტანეთის დედოფალი ელისაბეთი 95 წლის გახდა. ეს არის პირველი დაბადების დღე პრინცი ფილიპის გარეშე, რომელიც ბუკინგემის სასახლეში ყოველგვარი წვეულების გარეშე ჩაივლის.
საინტერესოა, რომ ელისაბეთის მკაცრი იმიჯის უკან, ძალიან უცნაური და თავისებური ადამიანი იმალება. დღეს მედია წერს იმ უცნაურ თავისებურებებზე, რომლითაც დედოფალი გამოირჩევა.
დედოფალს უყვარს ძველი ნივთების მოფრთხილება, მას 40 წელია ერთი ჩანთა უჭირავს. სწორედ მისი გავლენაა, რომ სამეფო ოჯახის წევრები ხშირად წლების წინანდელი სამოსით ჩნდებიან.
ამბობენ, რომ დედოფალი წლების მანძილზე იყენებს ერთსა და იმავე თეთრეულს საძინებელში, ხშირად სასახლის პერსონალს მათ გადაკეთებასაც კი ავალებს.
იგივე ბუკინგემის სასახლეში, ის არასოდეს გამოდის ოთახიდან ისე, რომ შუქი არ ჩააქროს. მისი ბრძანებით, ყველა რეზიდენციაში გამოიყენება მხოლოდ ეკონომ-ნათურები.
ცნობილია, რომ დედოფალს უყვარს გაზეთების კითხვა. ყოველთვის, როდესაც გაზეთი ძველდება, ელისაბეთი მათ მაკულატურაში აბარებს.
მას აქვს ერთგვარი ტრადიცია, მოიხმარს მხოლოდ ერთი ბრენდის ფჩხილის ვარდისფერ ლაქს, რომელიც სულ რაღაც 9 დოლარი ღირს.
ზოგადად, ელისაბეთი ყველა ცენტს უფრთხილდება და ოჯახის წევრებსაც სთხოვს, იგივე წესები დაიცვან.