ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნეს. მათ პრინცი ფილიპის საპატივცემულოდ, ის ფოტო გააზიარეს, სადაც პრინცი და დედოფალი შვიდ შვილთაშვილთან არიან გადაღებულები. მათ შორის ცხადია არიან პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პატარა პრინცი ლუი.
ფოტო 2018 წელს ბალმორალშია გადაღებული, სადაც დედოფალი ზაფხულს ატარებს. ფოტოს ავტორი კი თავად ქეით მიდლტონია.
ასევე მიდლტონმა გაავრცელა კიდევ ერთი, აქამდე უცნობი, ფოტო, სადაც ქეითი და უილიამი პრინც ფილიპთან და დედოფალ ელისაბეთთან ერთად პოზირებენ.