LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი ემბერ ჰერდი „ვალენტინოს“ კაბაში (ფოტო)

6665498-6430949-Stunning_Amber_s_look_was_completed_with_an_intricately_embellis-a-87_1543258866085

ლონდონში ფილმის „აკვამენის“ პრემიერა შედგა, რომლის საპატიო სტუმარი გახლდათ მთავარი როლის შემსრულებლი ემბერ ჰერდი. ჯონი დეპის ყოფილი მეუღლე კინოსურათში დედოფლის როლს ასრულებს. სწორედ დედოფლის იმიჯით წარსდგა ემბერ ჰერდი წითელ ხალიჩაზე. მსახიობმა არჩევანი „ვალენტინოს“ მწვანე ფერის ზღაპრულ კაბაზე გააკეთა, რომელიც ამავე ფაქტურის თავსაბურავთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს კი მწვანე ფერის Brian Atwood-ის ფეხსაცმელი ასრულებდა.

ჯეიმს ვანის ახალი ფილმი ეფუძნება DC Comics-ის ამავე სახელის მქონე პერსონაჟის ისტორიებს. ეს იქნება რიგით მეექვსე ფილმი DC-ის გაფართოებული სამყაროს ფილმების სერიაში. კინოსურათში მთავარ როლს „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი ჯეისონ მომოა ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g