LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი კამილა ლონდონში ყოფილ ქმარს შეხვდა, რომელსაც მეფე კარლის გამო დაშორდა

297
დედოფალი კამილა

ხუთშაბათს საღამოს დედოფალი კონსორტი კამილა თავის ყოფილ მეუღლეს, ენდრიუ პარკერ ბოულზს შეხდა, ვის გვარსაც კამილა წლებია ატარებდა. 77 წლის კამილა და 84 წლის ენდრიუ 22 წლის მანძილზე იყვნენ დაქორწინებულნი და მათი დაშორების მიზეზი, კამილასა და მეფე კარლის რომანი გახდა.

ამჯერად ყოფილი მეუღლეები ვაჟის, ტომის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ, რომელიც ლონდონში გაიმართა. წყვილი თავს ბედნიერად გრძნობდა, ჩანს, რომ მათ შორის ახლაც მეგობრული ურთიერთობაა. პრეზენტაციაზე დედოფალი კონსორტი თეთრი ფერის, კოპლებიან კაბაში იყო გამოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g