ესპანეთის დედოფალი ლეტიცია ორშაბათს, მადრიდში, Santander Bank-ის მიერ ორგანიზებული პროექტის სტუმრებს შეუერთდა. ღონისძიებაზე ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრმა თავისი ჩაცმულობისთვის კლასიკური შავ-თეთრი ფერების გრადაცია გამოიყენა.
დედოფალი ლეტიცია „მასიმო დუტის“თეთრი ფერის კაბაში იყო გამოწყობილი. უსახელო მიდი სიგრძის კაბას ღრუბლის მსგავსი გამჭვირვალე ქსოვილი ჰქონდა დატანილი, რომელსაც წელზე შავი ქამარი ასრულებდა. ქამარი დედოფალმა „ბარბერის“ მოდის სახლის აქსესუარებს შეუხამა, ხოლო ფეხსაცმელიც, „მასიმო დუტის“ კოლექციიდან გახლდათ. რაც შეეხება აქსესუარებს, მონარქმა არჩევანი Pdpaola-ს მიერ შექმნილ რგოლისებრი საყურეებზე შეაჩერა.
დედოფალი ლეტიცია ესპანური ბრენდის ნაქსოვ კაბაში, რომელიც მას მესამე წელია აცვია
დედოფალი ლეტიცია „კაროლინა ჰერერას“ ყაყაჩოებით მოქარგულ ქვედაბოლოში


