LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალმა ქმრის გარეშე ახალი პორტრეტების გადაღებაზე უარი თქვა

771
queenelisabet

21 აპრილს ბრიტანეთის დედოფალი 95 წლის ხდება. ეს დღე ინგლისში მთელი რიგი ღონისძიებებით აღინიშნება  ხოლმე, თუმცა წელს გამონაკლისი იქნება. დედოფალმა თავად მიიღო გადაწყვეტილება ყველა სახის სადღესასწაულო ღონისძიების გაუქმებაზე. მეტიც, ის უარს ამბობს ახალი პორტრეტების გადაღებაზეც, რაც ყოველ წელს სამეფო ოჯახის ერთგვარი ტრადიციაა. საუკუნოვანი ტრადიციის გაუქმების მიზეზი პრინცი ფილიპის გარდაცვალებაა, ასევე ბუკინგენის სასახლე მიზეზად პანდემიას ასახელებს.

აქვე ცნობილი ხდება, რომ დედოფალი დაბადების დღეს სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავს. არის ვერსია, რომ შესაძლოა, ბებიის იუბილეზე სპეციალურად ამერიკიდან პრინცი ჰარიც ჩავიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g