LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალს ურჩევდნენ პრინც ფილიპზე არ დაქორწინებულიყო, რადგან ის „არასერიოზული“ ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა

101
queenelsbd395

პრინცმა ფილიპმა და დედოფალმა ელისაბეთმა ერთად 73 წელი გაატარეს. ამბობენ, რომ დედოფლისთვის ფილიპი, მთელი ამ წლების მანძილზე, ნამდვილი დასაყრდენი იყო. სამეფო ოჯახის ბიოგრაფები კი წერენ, რომ დედოფალ ელისაბეთის ცხოვრება არ იქნებოდა ასეთი საინტერესო, რომ არა პრინცი ფილიპი. არადა ცნობილი ხდება, რომ დედოფალს ფილიპზე დაქორწინებას არ ურჩევდნენ. მაგალითად დედოფალს ეუბნებოდნენ, რომ პრინცზე დაქორწინება არ ღირდა, რადგან ის ძალიან „არასერიოზული“ ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ამბობენ, რომ დედოფალი ამ დროს მხოლოდ 21 წლის იყო და ამის მიუხედავად, საკმაოდ დინჯი და თავშეკავებული. მან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება დაქორწინებულიყო წარმოშობით ბერძენ პრინც ფილიპზე.  ჯამში მეუღლეების ქორწინებამ 73 წელს გასტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g