დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 11 და 14 წლის მოზარდებს პოლიცია ეძებს. სოფელ ხონაბუჯში მცხოვრები ორი მოზარდი სახლიდან გუშინ გავიდა.
თვითმხილველების თქმით, ორი მოზარდი, რომლებიც მეზობლები არიან, თბილისში წასვლას ერთი-ერთი არასრულწლოვნის ბიძასთან გეგმავდნენ.
დედოფლისწყაროში ისინი ბოლოს სწორედ სამარშრუტო ტაქსთან შენიშნეს.
როგორც ამბობენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბავშვები სახლიდან მარტო წავიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების კვალზე პოლიცია უკვე გავიდა. სამძებრო სამუშაოები ახლა თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, მოზარდები სამართალდამცველებმა სახლში დღესვე დააბრუნონ.