LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედპული 2” R რეიტინგის 3 ყველაზე შემოსავლიან ფილმს შორის მოხვდა

226

“დედპული 2” რაიან რეინოლდსის მონაწილეობით სამ ყველაზე შემოსავლიან ფილმს შორის მოხვდა, რომელსაც R რეიტინგი აქვს. (როდესაც 17 წლამდე ასაკის მაყურებელი სეანსს უფროსის თანდასწრებით ესწრება)

ამ მომენტისთვის პროექტის შემოსავალი 707 მილიონ დოლარს უტოლდება – ფილმმა, რომელიც კინოგაქირავებაში 39 დღის წინ გამოვიდა, აღნიშნული რეიტინგიდან უკვე ჩამოიშორა “ის” და მესმე ადგილზე განთავსდა.

სიის სათავეში კი კვლავ “დედპულის” პირველი ნაწილი იმყოფება 783 მილიონით, მეორე ადგილს კი “მატრიცა: გადატვირთვა” იკავებს 742 მილიონი დოლარით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები