მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კინოაკადემია არც ისე სწყალობს ბლოკბასტერებს სუპერგმირების შესახებ, 2017 წლის „ოსკარის“ შორთ-ლისტში ნომინაციისთვის „საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა“ ერთდროულად ორი კომიქსი – „დედპული“ და „თვითმკვლელთა რაზმი“ იბრძოლებს.
სულ ამ კატეგორიაში 7 ფილმია წარდგენილი, საბოლოო ნომინანტობისთვის კი ის 5 ფილმამდე შემცირდება. მანამდე პრეტენდეტები არიან:
„დედპული“
„თვითმკვლელთა რაზმი“
„სტარტრეკი: უსასრულობა“
„ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი“
„დიდება ცეზარს!“
„სამაგიერო დიზაინერებისგან“
„უვეს მეორე სიცოცხლე“
საბოლო ხუთეული 24 იანვარს გამოვლინდება, „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონია კი 26 თებერვალს გაიმართება.