საშობაოდ, „დედპულის“ შემქმნელებმა თაყვანისმცემლებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს და ფილმის მეორე ოფიციალური თრეილერი წარმოადგინეს.
ტრადიციისამებრ, ერთდროულად ორი ვერსია გამოჩნდა ქსელში, ერთი სტანდარტული და მეორე – Red Band, ანუ ცენზურის გარეშე. ახალ ვიდეოში რაიან რეინოლდსის პერსონაჟის გარდა შესაძლებელია კიდევ ერთი სუპერგმირის, კოლისის ნახვა.
შეგახსენებთ, რომ ფილმი კინოგაქირავებაში 12 თებერვალს გამოვა.
https://www.youtube.com/watch?v=OcAlu4S-BvI